Skip to content
18/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა

მარშალ პრესი 24/06/2023
354477298_255703410437586_4144828191925222121_n

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის რეგიონში დასრულდა.
თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში, გურჯაანში, დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

• „ქართული ოცნების“ თელავის ადგილობრივ ორგანიზაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი უხელმძღვანელებს;

• ახმეტის ორგანიზაციას – ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური;

• ყვარლის ორგანიზაციას – ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი;

• ლაგოდეხის ორგანიზაციას – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ივანე (ბაჩო) ხაჩიძე;

• გურჯაანის ორგანიზაციას – გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო ბერიძიშვილი;

• დედოფლისწყაროს ორგანიზაციას – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;

• სიღნაღის ორგანიზაციას – სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი;

• საგარეჯოს ორგანიზაციას – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი.

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები კახეთის გარდა, ჩატარდა აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, თბილისში.

Post navigation

Previous: ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, “ქოცები” ბოლომდე გადაჯეჯილდებიან – გიგი უგულავა
Next: პრიგოჟინმა დაიხია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.