Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აღარ გრცხვენიათ ამდენი სიბეცის? – თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას

მარშალ პრესი 25/06/2023
თამარ ჩიბურდანიძე

„იმედია, ვერც ქართველი და ვერც უცხოელი ვეღარ გაბედავს ირონიით თქმას, „აბა, ომი გინდათ?“ დიახ, უნდათ და თან როგორ, ეს გუშინ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვეს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, გუშინ დამტკიცდა, რომ ოპოზიცია სულმოუთქმელად ელის ომის დაწყებას.

„გუშინდელი დღის შემდეგ ისედაც უსახო ოპოზიცია კიდევ უფრო სამარცხვინო გახდა. გამაოგნებელი სასიხარულო ყიჟინი ისეთი სისხლისმსმელი პირის მიმართ, რომელმაც გადაწვა და გაანადგურა უკრაინა, ქვეყნის მიმართ მტრულ განზრახვაზე მეტყველებს. აღარაფერს ვიტყვი მათ „ბრძნულ“ ანალიზსა და გათვლებზე. იმედია, ვერც ქართველი და ვერც უცხოელი ვეღარ გაბედავს ირონიით თქმას, „აბა, ომი გინდათ?“ დიახ, უნდათ და თან როგორ, ეს გუშინ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქვეს. ოპოზიციას კეთილ რჩევას მივცემ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით: დუმილი ოქროა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაფერი გაგეგებათ მტრული განზრახვების გარდა. მერამდენედ უნდა მოგიგოთ ხელისუფლებამ პოზიციები თავისი სიმშვიდითა და გონიერებით? აღარ გრცხვენიათ ამდენი სიბეცის?“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: იმედია ამ სიუჟეტის ავტორს და ოპერატორს სამსახურიდან არ გაუშვებენ – ირაკლი ზარქუა (ვიდეო)
Next: ქართული ოცნების“ თბილისის პარტიული კონფერენციები დასრულდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.