ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და საჭიროებები გააჟღერეს. განხილული თემები ძირითადად სოციალურ და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს შეეხებოდა.
მოქალაქეთა მიღების ფორმატი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას შესაძლებლობას აძლევს, უშუალოდ გაეცნოს მოსახლეობის საჭიროებებს, განსაზღვროს პრიორიტეტული საკითხები და შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უზრუნველყოს მათი ეტაპობრივი გადაწყვეტა.
