Skip to content
15/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩვენ ქვეყანაზე არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და ამ ფონზე მნიშვნელოვანია პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის ლიდერებთან, რათა მათ რეალური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე

მარშალ პრესი 15/10/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, იტალიაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრება. დეპუტატმა მედიასთან განაცხადა, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპელ ლიდერებს საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ.

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების შეხვედრა იტალიაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რათა ამ ქვეყნების სპიკერებს კიდევ ერთხელ მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია საქართველოს შესახებ – განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებით ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია.

დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რაც რეგიონში დამატებით საფრთხეებს ქმნის და რასაც ნებისმიერი სახელმწიფო განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს,”- აღნიშნავს ეკა სეფაშვილი.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.