ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2026″ აღინიშნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, გურიის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იოსებ ჯორბენაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ლანჩხუთობა – 2026”-ის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის 10 ადამიანს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა, დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო და ღვაწლმოსილი პედაგოგები. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო. მოეწყო ბავშვთა სივრცე და ფოტო-ზონა. გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები. საღამო “ქართული ხმებისა” და “გუფი ლენდის” კონცერტით დასრულდა
