Skip to content
13/10/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს – კაია კალასი

მარშალ პრესი 12/10/2026
kaia kalasi

დღეს საქართველოს ძალიან მოკლედ განვიხილავთ, მაგრამ მექნება შეთავაზება, რომ იანვარში საქართველოსთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასმა ასევე ისაუბრა იმ თემების შესახებ, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავენ.

მისივე თქმით, განხილვის თემებს შორის არის ევროკავშირის შიდა საქმეებში უცხოური ჩარევა, რუსეთ-უკრაინის ომი, რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, ვითარება ახლო აღმოსავლეთში.

„ჩვენ განვიხილავთ უცხოურ ჩარევას, ასევე განვიხილავთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, მთავარი თემაა ომი უკრაინაში. ასევე, რუსეთში ჩატარებული არჩევნები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ მივესალმებით „ენერგეტიკულ ზავს“, როდესაც ის ძალაში შევა. ჩვენ ჯერ არ გვინახავს, რუსეთს დაეცვას ზავი. რა თქმა უნდა, პირადად მე ასევე მივესალმებოდი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოიცავდეს ადამიანების დაღუპვის პრევენციას. აქ იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც, რომელიც ასევე შემოგვიერთება. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ „ჰუსიტების მიერ აეროპორტებზე განხორციელებულ ესკალაციურ თავდასხმებს და, ასევე, ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. გუშინ მე ასევე ვესაუბრე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც ფაისალს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ლიბანში მისიასთან დაკავშირებით, შევქმნით ახალ მისიას ლიბანში, რომელსაც ექნება სამოქალაქო და სამხედრო საყრდენი“, – განაცხადა კალასმა.

Post navigation

Previous: ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა და უთხრა, რომ უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2026″ აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.