Skip to content
27/08/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მახოში ახალი საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

მარშალ პრესი 27/08/2026
783777195_1452525796930001_1714042803935661458_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ მახოში ახალი საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სოფელ მახოში თანამედროვე და კეთილმოწყობილი საზოგადოებრივი სივრცე შეიქმნება. ტერიტორიაზე დამონტაჟდება გარე განათება და ლითონის ღობე, განთავსდება მოსასვენებელი სკამები და სანაგვე ურნები. ასევე, მოეწყობა საბავშვო მოედანი, სადაც განთავსდება საქანელები და შესაბამისი საბავშვო ინფრასტრუქტურა. პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე სივრცის მოწყობას, საფეხმავლო ბილიკების ფილებით მოპირკეთებასა და ტრენაჟორების დამონტაჟებას.

ახალი საზოგადოებრივი სივრცე სოფლის მოსახლეობისთვის დასვენების, განტვირთვისა და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობას შექმნის.
სოფელ მახოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერის მოადგილეებმა, საკრებულოს წევრებმა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თუნუქის ფურცლის გაცემა დასრულდა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა COP17-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.