default
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების გამოვლენის, აღრიცხვისა და თუნუქით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, თუნუქის ფურცლის გაცემა დასრულდა.
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი და საჭიროების მქონე ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სპეციალური კომისიის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულმა ბენეფიციარებმა ეტაპობრივად მიიღეს თუნუქის ფურცელი და დაზიანებული სახურავების შეცვლაც აქტიურად დაიწყეს.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა შეიძინა 30 000-მდე კვადრატული მეტრი თუნუქის ფურცელი, რომლის საერთო ღირებულება 320 826 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე თუნუქის ფურცლით მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი განაგრძობს მოსახლეობის მხარდაჭერასა და ისეთი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
