Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა

მარშალ პრესი 09/07/2026
01

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა.

შესრულებულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან ერთად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ახალშენის კულტურის სახლი შეძლებს  ფართომასშტაბიან კულტურულ, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ღონისძიებებს უმასპინძლოს.

„ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ეს ისტორიული შენობა წლების განმავლობაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, დღეს კი უკვე სრულად განახლებულია. დაგეგმილია მესამე ეტაპიც, რომელიც შენობის ტექნიკურ აღჭურვას ითვალისწინებს. აქ შესაძლებელი იქნება კონცერტების, ფესტივალების, კონფერენციების, სემინარებისა და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება.

ახალშენის ულამაზესი ბუნება და შენობის არქიტექტურა ამ სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. დარწმუნებული ვარ, კულტურის სახლი არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვისაც საინტერესო ადგილი გახდება, კიდევ უფრო გააძლიერებს კულტურულ ცხოვრებას ხელვაჩაურში და არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 652 485 ლარია. მეორე ეტაპის ფარგლებში მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა – საკონცერტო დარბაზი, საკონფერენციო და სარეპეტიციო სივრცეები, ასევე საოფისე ოთახები.

დაგეგმილია მესამე ეტაპის სამუშაოების დაწყება, რაც სცენის მოწყობას, გახმოვანების სისტემის მონტაჟსა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

პროექტს აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: უკრაინული საზოგადოება ხელისუფლებას სიგნალს უგზავნის- ხალხი ჯერ კიდევ მზად არის სახელმწიფოს გვერდით დადგეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად არის მზად უსასრულო მობილიზაციისა და ომის ტვირთის ასატანად
Next: კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.