Skip to content
09/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე: ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს დახმარება ექნებათ

მარშალ პრესი 09/07/2026
kakha kaladze

იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს – დახმარება ექნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესახებ შეკითხვაზე პასუხად, განუცხადა.

მისი თქმით, ხდება გადახედვა იმ გადაწყვეტილებების, რაც პანდემიისას შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე იყო მიღებული ადამიანების დასახმარებლად.

„ამაზე არაერთხელ გაკეთდა შესაბამისი ახსნა-განმარტება. კერძოდ ის, რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც გვქონდა საკმაოდ რთული მდგომარეობა, ბევრი ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე, შესაბამისად, მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რათა ადამიანებს ჰქონოდათ გარკვეული სახის შემწეობა სახელმწიფოს მხრიდან.
დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ხდება გადახედვა.
იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო ვისაც ეკუთვნის და ამის საჭიროება აქვს – მათ ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებაზე საუბრისას, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.

„სიღარიბის დამარცხებას რაც შეეხება, გამოწვევები რჩება, თუმცა გვაქვს წინსვლა, ეკონომიკურად ქვეყანა ვითარდება. სწორედ იმისთვის ვმუშაობთ ყოველდღიურად, რომ სიღარიბე ქვეყანაში მთლიანად იყოს დაძლეული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში კულტურის სახლის განახლების მეორე ეტაპი დასრულდა
Next: კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი, თავისი გადადგმული ნაბიჯებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.