ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა.
სოფელ ახალსოფელში, მე-6 ქუჩაზე, აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი კედლისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც მიზნად ისახავს სტიქიური რისკების შემცირებასა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
პროექტის ფარგლებში შენდება საყრდენი კედელი, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ასევე მონტაჟდება ხიმინჯები. მიმდინარე სამუშაოები, ასევე დაათვალიერეს მერის მოადგილეებმა და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა. ადგილზე პროექტის მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზეც იმსჯელეს.
