Skip to content
06/07/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა

მარშალ პრესი 06/07/2026
10

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო, თანამედროვე საერთაშორისო გამოწვევები, ასევე, საქართველოსა და გაეროს შორის არსებული თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მულტილატერალიზმისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას, როგორც მშვიდობის, უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის საფუძველს.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ორგანიზაციის აქტიური ჩართულობისა და საქართველოს საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის.

მიხეილ ყაველაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის მოწვევა დაუდასტურა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Post navigation

Previous: არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.