ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოფლებში არსებულ ვითარებაზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.
შეხვედრის ბოლოს მერმა შესაბამის პირებს მისცა კონკრეტული დავალებები, რათა სამუშაოები შესრულდეს ხარისხიანად და დადგენილ ვადებში
