Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ენდრიუ ბეიკერთან შეხვედრაზე: შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- იმედია, ეს შეხვედრა მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს

მარშალ პრესი 04/03/2026
641534971_946832117867430_3544714714338698986_n

ახლახანს დავასრულეთ შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრი საკითხებისა. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გამოსწორება, გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ეს შეხვედრა მათ მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტერესებთან მზაობაზე, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს. გავცვალეთ მოსაზრებები რა საკითხები შეიძლება იყოს წამყვანი ამ ურთიერთობების აღდგენის საქმეში. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, ირანში მინდინარე მოვლენებზე. რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და სამხრეთ კავკასიაზე.

ასევე, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ შუა დერეფნის განვითარებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე. და რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე.

ჩვენ, იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც ეს შეხვედრა წარიმართა, მომავალში საკმაოდ წარმატებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს”- განაცხადა სამხარაძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
Next: ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რომ უწყვეტი მშვიდობის დეკადა გვაქვს მაშინ, როდესაც ყველა ლოგიკით ომში უნდა ვყოფილიყავით სხვადასხვა მომენტში, ბოლო 14 წლის განმავლობაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.