Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 26/12/2025
received_1305786111313808

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტრმა მასწავლებლებთან, სკოლების დირექტორებთან და მშობლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებაში პედაგოგებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ, შესაბამისად, მათი ჩართულობა პროცესში უმნიშვნელოვანესია.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს და რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც გააზიარეს.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: 27 დეკემბერს, ხელვაჩაურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართება
Next: “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.