Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

მარშალ პრესი 26/12/2025
varlam liparteliani

მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო პარაგრაფში ჩატარდა.

ყრილობას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე, ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი.

ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.

ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

Post navigation

Previous: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.