Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მარშალ პრესი 01/03/2025
480967563_1020431326806119_48282

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, მერის მოადგილესთან, საკრებულოს წევრებთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

გაწმენით სამუშაოებში, მერიის ბალანსზე არსებული აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სხვა უწყებების ტექნიკაა ჩართული.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია სხვადასხვა უწყებები, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს ეხმარებიან, როგორც ადგილზე, ასევე გადაყვანითაც აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება.

დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია ხარვეზით მიეწოდებოდა ადმინისტრაციულ ერთეულებს და სოფლებს. ეპ ჯორჯიას ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში ახორცირლებს დაზიანებული ელ. სადენების აღდგენით სამუშაოებს. ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 80 – მდე აბონენტს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა, ასევე დააზიანა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი, აღნიშნული მოქალაქეები გადაყვანილი არიან დროებით უსაფრთხო ადგილას, ამინდის გაუმჯობესებისთანავე საკითხს შეისწავლის შესაბამისი კომისია, რის შემგდომაც მოქალაქეებს გაეწევათ დახმარება.

Post navigation

Previous: ლევან მახაშვილი თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები, შევთანხმდით, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ
Next: საპარლამენტო განხილვებისას დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო აქტის, პროექტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. საკუთრივ „ფარა“, ეს არის თავისი რეგულირებით საკმაოდ ხისტი ნორმატიული დოკუმენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.