Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საპარლამენტო განხილვებისას დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო აქტის, პროექტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. საკუთრივ „ფარა“, ეს არის თავისი რეგულირებით საკმაოდ ხისტი ნორმატიული დოკუმენტი

მარშალ პრესი 01/03/2025
tornike cheishvili

ამერიკული „ფარას“ ანალოგის განხილვას საქართველოს პარლამენტი მომდევნო კვირას იწყებს. მომავალ კვირასვე დაიწყება მედიის შესახებ კანონპროექტის განხილვა.

საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი გამოეხმაურა.

„საპარლამენტო განხილვებისას დაიწყება მსჯელობა იმაზე, რომ მოხდეს ამ საკანონმდებლო აქტის, პროექტის ქართულ რეალობასთან ადაპტირება. საკუთრივ „ფარა“, ეს არის თავისი რეგულირებით საკმაოდ ხისტი ნორმატიული დოკუმენტი.

მედიის ნაწილში აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ აქამდე არსებული მოდელი, რომელიც არსებითად თვითრეგულირებაზე აკეთებდა აქცენტს, არ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტიანი. ჩვენი საზოგადოება ამ მოდელის მოქმედების პირობებში ვერ იყო დაცული, თუნდაც დეზინფორმაციის ძალიან აქტიური ტირაჟირებისგან მთელ რიგ შემთხვევებში, სიძულვილის ენისგან. სამომავლოდ, მედია გარემო კიდევ უფრო მეტად იქნება გაჯანსაღებული და გაწმენდილი სხვადასხვა მავნე მინარევებისგან“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
Next: დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.