Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მახაშვილი თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები, შევთანხმდით, რომ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

მარშალ პრესი 01/03/2025
levan maxashvili

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, კომიტეტის წევრ გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბურჰან კაიათურქს შეხვდა.

როგორც მახაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თურქ კოლეგასთან მიმოიხილეს ორი ქვეყნის მიერ ევროკაშვირთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობაზე და შავი ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე.

“საინტერესო საუბრები გვქონდა ჩემს თურქ კოლეგასთან, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბურჰან კაიათურქთან.

მიმოვიხილეთ ევროკავშირთან მიმართებით საქართველოსა და თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი გეგმები. ვისაუბრეთ ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგზე. ერთმანეთს გავუზიარეთ მოსაზრებები შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მიმდინარე მოვლენებსა და მათ შესაძლო შედეგებზე.

შევთანხმდით, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, უფრო მჭიდროდ და კოორდინირებულად ვიმუშავებთ საერთო მიზნების მისაღწევად და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.” – წერს ლევან მახაშვილი.

Post navigation

Previous: ტრამპი აშშ-ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უღირსი, სამარცხვინო პრეზიდენტი – მისი ფსიქიკური მდგომარეობა პროგრესირებს და დიდხანს ვერ გაუძლებს საკუთარი სიბრიყვით გამოწვეულ სტრესულ სიტუაციებს
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.