Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

მარშალ პრესი 03/09/2024
1221

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა.

სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სასადილო, გარე მოედანი, სპორტული და სააქტო დარბაზები.

საერთაშორისო სტანდარტების მქონე სკოლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,7 მილიონი ლარი გამოიყო და იგი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

Continue Reading

Previous: ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს
Next: ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025