Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს

მარშალ პრესი 03/09/2024
levan nikoleishvili

აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს,-ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არასასარგებლოა და დროა მას პასუხისმგებლობა დააკისრონ.

მისივე თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში, კოლექტიურ კრამერებს კი საერთოდ უნდა აეკრძალოთ საქართველოში შემოსვლა.

„დევიდ კრამერს, “თბილისი რუმსის” კიდევ ერთ “შეთქმულების” უცხოელ მავნებელს, თურმე არ სურს ბიძინა ივანიშვილის ხილვა, საუბრის მოსმენა, ქმედებები…მოკლედ სიძულვილისგან ჭკუიდან იშლება, ამიტომ დიდი ხანია სურს, რომ პასუხისმგებლობა დააკისროს: მაგალითად სანქციები, პატიმრობა, დახვრეტაც შეიძლება…აი, ეს არის უბედურება რომ ვიღაც შარლატანი ასეთ რამეს ბედავს, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ჩვენივე მოქალაქეზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს. აქ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არა საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ კრამერს თუ ვინმე არ მოსწონს, თურმე შეუძლია გაბედოს ასეთი რამ მოითხოვოს. ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ასეთი უმსგავსობების გამოვლინებები საქართველოში -კოლექტიურ კრამერებს საერთოდ უნდა აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა, რაც შეეხება მის საქართველო მომწვევ და ტაშისმკვრელ მავნებლებს, 26 ოქტომბერს პოლიტიკურ სანაგვეზე მიეჩინება შესაბამისი ადგილი“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში
Next: დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025