Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას

მარშალ პრესი 03/09/2024
mamuka mdinaradze

ისინი დაემალნენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბოიკოტს.

პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებს მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილავენ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონთან დაკავშირებით არ დაეფიქსირებინა პოზიცია.

„როდესაც ისინი არ მონაწილეობენ დღეს ამნისტიის განხილვაში ამას სხვა დამატებითი მიზეზი აქვს. მათ უნდოდათ, რომ ამაში მიეღოთ მონაწილეობა მაგრამ ისინი დაემალნენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს. იმიტომ, რომ მაგალითად „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ფრთა, ვერ ჩამოყალიბდა ეკლესიას დაუჭიროს მხარი, ტრადიციულ ღირებულებებს, რწმენას, რელიგიას დაუჭიროს მხარი და მათი როლის გაძლიერებას კონსტიტუციაში თუ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, როგორ გამოძვრეს და არ მისცეს ხმა. ისინი აბნეულები არიან ახლა თავიანთ მესიჯებში. უბრალოდ „ნაცმოძრაობამ“ და მათმა დანაყოფებმა, ყველამ არა მაგრამ ძირითადმა ნაწილმა, ბოიკოტი გამოაცხადა იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონთან დაკავშირებით არ დაეფიქსირებინათ პოზიცია.

ოპოზიცია რასაც ეძახის თითიდან გამოწოვილს, აი იმის მასშტაბზე რომ წარმოდგენა გვქონდეს საუკუნეების განმავლობაში ყველა დამპყრობელი ცდილობდა, რომ ერი გადაეშენებინა და აგერ ვართ, ქართულად ვსაუბრობთ, არსებობს ეს ქვეყანაც და ქართველი ხალხიც. ზუსტად ორ-სამ თაობაში შეუძლია ამის წაშლა ლგბტ პროპაგანდას. ქართველი ერის არსებობა თუ არის თითიდან გამოწოვილი თემა, კი ბატონო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
Next: მთელი ამ წლების განმავლობაში როდესაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ნაბიჯ–ნაბიჯ ეს ქვეყანა მიდის ევროკავშირისკენ და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025