Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა იწყება

მარშალ პრესი 30/08/2023
373483242_1318663125449091_448000812659247392_n

მერის თქმით სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და შეკეთების მიზნით დახმარება 145 ოჯახს გაეწევა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის კი უკვე მომზადდა 1 912 329 ლარის ღირებულების საპროექტო და ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„ ვიწყებთ 2023 წლის 9-11 ივლისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველ ეტაპს – სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენისა და შეკეთების მიზნით დახმარებას გავუწევთ 145 ოჯახს, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ 470 000 ლარი გამოგვიყო, ჯამში 2022-2023 წლებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 1000-ზე მეტ ოჯახს დავეხმარეთ. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის კი უკვე მომზადდა 1 912 329 ლარის ღირებულების საპროექტო და ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლითაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია. სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი სამუშაოები შეეხება ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზემო ნატანები, მთისპირი, მაკვანეთი, ჭანიეთი, ნატანებში ლეკურას და დონაურის უბნები, ქ.ოზურგეთში ხვედელიძის ქუჩა, ჩოხატაურის ქუჩა, სოფელი მშვიდობაური და გურიანთა,”- განაცხადა, ოზურგეთის მერმა.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეს მერიის სხდომა გაიმართა
Next: გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.