Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

მარშალ პრესი 30/08/2023
გერმანია

გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებას და მათი განაცხადების დაჩქარებული წესით გადახედვას ემსახურება.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, საქართველოსა და მოლდოვაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის რისკის ქვეშ არ არის. უწყების მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში ამ ორი ქვეყნიდან თავშესაფრის ძიების თაობაზე შეტანილი განაცხადების 99.9% უარყოფილი იყო.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანასთან ერთად ნენსი ფეზერმა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის შეთანხმებების გაფორმებაც დააანონსა. მინისტრის თქმით, ეს ქართველ და მოლდოველ ხალხს გერმანიაში კვალიფიკაციის ამაღლებისა თუ მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

Post navigation

Previous: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა იწყება
Next: ზურაბიშვილს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა, ხოლო ის ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს კი არა, სხვების დღის წესრიგით მოქმედებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.