Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეს მერიის სხდომა გაიმართა

მარშალ პრესი 30/08/2023
ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ახალი პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ოზურგეთის განახლებას ეხება. „ ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს – ი. შემოქმედელის ქუჩიდან – სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება – ახალ გზას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერით გავაკეთებთ და ამისთვის 1 066 916.98 ლარი დაიხარჯება,“- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ. ოზურგეთის მერმა, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით უკვე მომზადდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები.

„ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე რაც მინდა გაგიზიაროთ – მოვამზადეთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტები: სოფელ დვაბზუ – ნასაკირალის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე, 4776 მ მონაკვეთზე, რომლის ღირებულებაც 2 305 440 ლარს შედაგენს; სოფელ ბაილეთში სკოლის მიდებარედ შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციაზე 665 მ სიგრძის მონაკვეთისთვის 403 760 ლარი დაიხარჯება; სოფელ ბაილეთის ცენტრიდან ჭანიეთურის საზღვრამდე შიდა სასოფლო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რისთვისაც 3324 მონაკვეთისთვის 4 1 416 670 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული პროექტები საკრებულოს შესაბამისი განკარგულების მისაღებად უკვე წარედგინა, ჩვენ კი ვმუშაობთ დამატებითი თანხების მობილიზებისათვის, რათა გონივრულ ვადაში მოვახერხოთ პროექტების განხორციელება,“- აღნიშნავს ოზურგეთის მერი.

Post navigation

Previous: მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას პასუხობს
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.