Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაქანავებულის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს – რატომ ცდილობენ ნიკა მელიას ცემას პარტის ოფისში?

მარშალ პრესი 26/09/2022
ნაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რითაც მოძრაობა „საქართველოს“ წევრის, გიორგი მუმლაძის ბრალდებებს პასუხობს. როგორც მუმლაძე ამტკიცებს, მას „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. „ნაცმოძრაობაში“ მუმლაძეს პროვოკაციაში ადანაშაულებენ.

„ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუსის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია.

ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში. შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ.

უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულ გიორგი მუმლაძეს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა – ნიკა მელია არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, ასეთი მოძალადე ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“

Post navigation

Previous: სისხლი გვაქვს ჩანთხეული და ეს პარტია მოტანილი გვაქვს აქამდე ნიკა მელიას მთელ რიგ საკითხებში მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე თავდასხმა მოაწყო
Next: შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკური რადარებიდან გაქრებამ – გიორგი ამილახვარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.