Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სისხლი გვაქვს ჩანთხეული და ეს პარტია მოტანილი გვაქვს აქამდე ნიკა მელიას მთელ რიგ საკითხებში მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე თავდასხმა მოაწყო

მარშალ პრესი 26/09/2022
ანა წითლიძე

მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვინც ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყოს შიდა არეულობა, დაპირისპირება, გაასწორონ ფოკუსი. მეც არ ვეთანხმები მთელ რიგ საკითხებში ნიკა მელიას და არ მეთანხმება აქეთაც, მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა მოაწყო პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიაში დაპირისპირებაზე და გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე დასმულ კითხვას.

„ჩვენ 10 წელია პარტიის წევრებს ამ ბრძოლაში სისხლი გვაქვს ჩანთხეული და ეს პარტია მოტანილი გვაქვს აქამდე და ჩემთვის მიუღებელია, რომ პარტიის თავმჯდომარის კრიტიკა ამ ფორმით ხდებოდეს“, – აცხადებს წითლიძე.

წითლიძემ ასევე განმარტა, რომ გიორგი მუმლაძე პარტიის წევრი არ არის და სამოქალაქო აქტივისტია.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის – უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში, სამართალდამცველ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
Next: გაქანავებულის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს – რატომ ცდილობენ ნიკა მელიას ცემას პარტის ოფისში?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.