Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულ გიორგი მუმლაძეს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა – ნიკა მელია არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, ასეთი მოძალადე ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“

მარშალ პრესი 26/09/2022
გიორგი მუმლაძე

ეს ადამიანი არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, რომ ასეთი მოძალადე, ძალადობაზე მიდრეკილი ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას, – განაცხადა მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ ნიკა მელიაზე საუბრისას.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. ამის შესახებ პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. ორად გაყოფილი პარტიიდან ნაწილი თავმჯდომარეს უპირისპირდება მეორე კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.

„პრაქტიკულად, აღმოვჩნდი ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის ეს ეხება ნიკა მელიასაც. პირდაპირ ვასახელებ მას. ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ლაჩარი, რომელიც დაცვასაა აფარებული და ისე ებლატავება ხალხს. ლაჩარია და სადაც შემხვდება, მას სათანადო პასუხს გავცემ პირველ რიგში, სიტყვით და თუ საჭირო იქნება, თავს დავიცავ, რადგან ეს ადამიანი არის დაცვას ამოფარებული ლაჩარი. ჩემი უპირველესი მიზანია, რომ ასეთი მოძალადე, ძალადობაზე მიდრეკილი ადამიანები მოშორდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა მუმლაემ.

Post navigation

Previous: ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილს: ხაბე, რამ დაგაკარგვინა ასე სახე, ხალხს რომ გამათბობელზე აბამ?
Next: რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან მოსწავლეები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.