Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა და შემდეგ არჩევნებზე პოლიტიკური რადარებიდან გაქრებამ – გიორგი ამილახვარი

მარშალ პრესი 26/09/2022
გიორგი ამილახვარი

შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, შემდეგ არჩევნებზე პარტია პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს პარტია არა მხოლოდ დაკავებულია სახელმწიფოსთან ბრძოლასა და სახელმწიფო ინსტიტუტების რყევაში, არამედ უკვე შიგნით რამდენიმე დაჯგუფება, სააკაშვილის, მელიასი თუ კეზერაშვილის, ერთმანეთს უპირისპირდება და უკვე პარტიისთვის იბრძვიან. პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, შემდეგ არჩევნებზე პარტია პოლიტიკური რადარებიდან საერთოდ გაქრება“, – განაცხადა ამილახვარმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებაა. ამის შესახებ პარტიის წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები ღიად საუბრობენ. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკა მელიასთან სასაუბროდ მისულს მელიას პირადი დაცვა ფიზიკურად გაუსწორდა. ორად გაყოფილი პარტიიდან ნაწილი თავმჯდომარეს უპირისპირდება მეორე კი აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი საკუთარი ფინანსებით პარტიის ჩამოშლას ცდილობს.

Post navigation

Previous: გაქანავებულის პარტია “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს – რატომ ცდილობენ ნიკა მელიას ცემას პარტის ოფისში?
Next: ჯეიკ სალივანი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, შეერთებული შტატებისგან გადამწყვეტ პასუხს მიიღებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.