საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია მოქალაქეების წევრი, ლევან იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარის ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირისადმი მიმართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ჰგონია ვენეციის კომისიას ამ პაკეტის მიმართ შენიშვნები ჰქონდეს.
მისი თქმით, ყველა ცვლილება აუმჯობესებს არჩევნების ჩატარების დღეს.
„არ მგონია, ვენეციის კომისიას იმ პაკეტის მიმართ, რომელიც გაიგზავნა, შენიშვნები ჰქონდეს, რადგან ყველა ის ცვლილება აუმჯობესებს საბოლოო ჯამში არჩევნების ჩატარების დღეს. დღეზე იმიტომ ვაკეთებ აქცენტს, რომ მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდზე ვკონცენტრირდეთ და დავიწყოთ იმაზე მუშაობა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიმართ გაჩნდეს ნდობა და ადამიანებს არ უწევდეთ თანხის ან შიშის გამო გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო უბანთან“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.