Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ,,ბათუმელების”რედაქტორს – ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, თუმცა, კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს

მარშალ პრესი 25/04/2024
shalva papuashvili

,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, რითაც გამოეხმაურა ,,ბათუმელების” რედაქტორის პოზიციას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ მედიასაშუალებას მოუწია ბოდიშის მოხდა, როდესაც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია მის ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებით და ახლა მისი პოზიცია გაუგებარია.

მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებს აქვთ პოლიტიკური პოზიცია. ,,თქვენ ერთხელ უკვე მოიხადეთ ბოდიში არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო და ახლა თქვენი პოლიტიკური პოზიცია გასაგებია, არ ხართ აქციაზე

“სამწუხაროდ, თქვენ გაქვთ პოლიტიკური პოზიცია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებთ. ესაა პრობლემა, რომ ნაცვლად ჟურნალისტიკისა, გაქვთ პოლიტიკური პოზიცია. თუმცა, ეს არის სხვა განზომილების პრობლემა, როდესაც ჟურნალისტიკა იქცა პოლიტიკად, რაც უპირველესად საკუთარი პროფესიის უპატივცემულობაა ჩემი აზრით.

ცოტა ხნით ადრე ერთი ტყუილი გაავრცელა ამ მედიასაშუალებამ და მოუწია ბოდიშის მოხდა, ქალბატონი ალბათ ამის გამოა ნაწყენი და კვლავ იგივე ტყუილს იმეორებს. ამაზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი, თავადვე აღიარეს, რომ იყო ტყუილი მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: არ მინდოდა მენახა დამონებული ევროპა, ამისთვის არ გვიბრძოლია. თურმე ეს ყველაფერი სიყალბე ყოფილა. ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, პასუხიც იქნება!
Next: მაინც მშვიდად გვძინავს ღამით, მაინც ვაპირებთ 29-ში [აპრილს] აქციაზე წასვლას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.