Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ პროცესს ხელოვნურად გაეთიშა, კარგად გააცნობიერა, რომ სამუშაო ჯგუფმა მათ გარეშეც იმუშავა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიმუშავა

მარშალ პრესი 10/10/2022
გივი მიქანაძე

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში არის პოპულისტური ხასიათის. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ პროცესს ხელოვნურად გაეთიშა, ძალიან კარგად გააცნობიერა, რომ ჯგუფმა მათ გარეშეც იმუშავა და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიმუშავა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა დეტალური მსჯელობა და მხოლოდ არგუმენტირებული პოზიციების საფუძველზე ვიღებდით გადაწყვეტილებას, თუ რომელი ცვლილება ასახული. დოკუმენტი რომელიც გაიგზავნა, არის ორიენტირებული თვისობრივად ახალი, უმაღლესი სტანდარტების საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებშიც კი არ არის ჩამოყალიბებული და, რომელსაც საქართველო გადაჰყავს საარჩევნო სისტემის სრულიად ახალ ფორმატში“, – აცხადებს მიქანაძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრების შემუშავების თხოვნით მიმართა.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არაპროვოცირებული აგრესია და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან
Next: ლევან იოსელიანი: არ მგონია, ვენეციის კომისიას შენიშვნები ჰქონდეს იმ პაკეტის მიმართ, რომელიც გაიგზავნა, რადგან ყველა ის ცვლილება აუმჯობესებს არჩევნების ჩატარების დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.