დიდგორობა ქართველი ერის უდრეკი სულის, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლოა, ყველა ერის ისტორიაში არსებობს თარიღები, რომლებიც არსებითად განსაზღვრავს...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარას ეწვევა.   ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს, გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარასელია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ხელისუფლების მზაობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, პარლამენტში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, აჭარის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა. ცნობილია, რომ ექვსი...