Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც საჭიროა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად

მარშალ პრესი 16/01/2026
eka sepashvili

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა  ვლადიმერ პუტინის განცხადებას „საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე თანამშრომლობა (ევროპის ქვეყნებთან) გაყინულია.

მინდა მჯეროდეს, რომ დროთა განმავლობაში სიტუაცია შეიცვლება და ჩვენი ქვეყნები დაუბრუნდებიან ნორმალურ, კონსტრუქციულ კომუნიკაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნული ინტერესების პატივისცემაზე. რუსეთი ამ მიდგომების ერთგული იყო და ასე დარჩება. მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები.“ სეფაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ითხოვს და საჭიროა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. „ძალიან კარგი იქნება, თუ ევროპის ქვეყნები და პუტინი მოილაპარაკებენ იმ მშვიდობაზე და უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელსაც უკრაინა ასე დაჟინებით ითხოვს და რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროა იმისათვის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს რეგიონში,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: მოლაპარაკებებიც იქნება, დალაგდებიან კიდევაც. ასე ხდებოდა და ასე მოხდება ახლაც. სხვაობა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ ამ პროცესში კი არ დავზიანდით, გავძლიერდით
Next: უკრაინელების უბედურების ხარჯზე და კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შევსების გზით დაგროვებული რუბლებით – ჭყონიამ “შიმშილის პირას” მყოფ ქვეყანაში McDonald’s 28-ე ობიექტი გახსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.