Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა

მარშალ პრესი 15/01/2026
4004

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის სახელმწიფოს  ელჩთან, ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. მინისტრმა მას საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება. 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, კატარის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერის, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის მიწვევით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის დოჰაში ვიზიტისა და კოლეგასთან შეხვედრის საკითხებს.

Post navigation

Previous: ჩვენი აკაცუკების ყველაზე დიდი დისკომფორტი (ტელევიზორის და სარეცხის მანქანის არქონა საკანში, კვებაში “რუსული კონსერვები”) ადვილად შესადარებელია იმ რეპრესიებთან, რომლებსაც მათი ირანელი კოლეგები განიცდიან
Next: ჩვენ ვქმნით პირობებს, სადაც ინვესტიცია, ინოვაცია და მაღალი სტანდარტები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო სახელმწიფო მოქმედებს როგორც სტაბილურობისა და სამართლიანი წესების გარანტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.