„თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის ამ მხრივ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი...
პოლიტიკა
ჩაივლის ეს არჩევნები, ჩაივლის სხვა პროცესები, დასრულდება ომი უკრაინაში და ამის შემდეგ აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან,...
ევროპარლამენტის წევრმა უნგრეთიდან ანდრაშ ლასლომ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს თემაზე მიღებული რეზოლუცია განიხილა და აღნიშნა,...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში. “მოგესალმებით, მეგრელებო!...
„კიდევ ერთი დასტური იმისა რომ ოპოზიცია პლინტუს ქვემოთაა. მათ მიერ განხორციელებული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია“- ასე გამოეხმაურა...
“ქართული ოცნების” საარჩევნო ცალკეული ბანერების ვანდალიზმით, ნაცრადიკალებმა აღიარეს, რომ ომის პარტიის ერთგული ადეპტები არიან და ამასთან, ჩაიდინეს...
ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული, –...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ხვდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე...
გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ეხმაურება....
პარლამენტის დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ...
გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა არაგონივრული შეფასება გააკეთა, მან ჩვეული რიტორიკით, კიდევ ერთხელ მოახდინა საქართველოს პოლიტიკაში ღია ჩარევა,...
თქვენ იცით, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი გარემოა ქვეყანაში და ჩვენი მთავარი ინტერესია, რომ ბოლომდე ასე მივიყვანოთ პროცესები, 26 ოქტომბრის...
ვაშინგტონის კაბინეტებში ჰგონიათ, რომ საქართველო მათი შექმნილია”- აცხადებს “საერთო გაზეთთან” ინტერვიუში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე,...
ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა...
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან აღნიშნა, რომ „ქართული...
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი იქცა რიგით ოპოზიციონერად, არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იწოდებოდეს პრეზიდენტად, რადგან აბსოლუტურად დაკარგული აქვს ზეპარტიულობა...
გახარიას არ ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან არც პირდაპირი, არც ირიბი კავშირი, არც საქართველოში არ ცხოვრობდა თავის დროზე, მაგრამ...
სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი, არც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს. „რეალურად ოპოზიციის ამოცანა არის ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. თუ წინასწარ ეტყვიან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები, ისინი ვერ მოახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას. თქვენ გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე ისინი ძალიან თამამად და ხმამაღლა ჰპირდებოდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ ახლა იცვლებოდა ხელისუფლება, ახლა იგებდნენ არჩევნებს, ეს იყო 2016-2018 წელს, ეს იყო 2020-2021 წელს, მაგრამ ისინი ყოველ ჯერზე ატყუებდნენ საკუთარ ამომრჩეველს. გასაგებიც არის რაღაც კუთხით, შეიძლება იცოდე წინასწარ რომ აგებ არჩევნებს, მაგრამ ეს არ უნდა უთხრა ხომ საკუთარ ამომრჩეველს, ეს არის რეალურად ოპოზიციის დამოკიდებულება. მეორე მხრივ, როდესაც ასე ატყუებ საკუთარ ამომრჩეველს, როცა სინამდვილეში გაქვს აბსოლუტურად კატასტროფული რეიტინგი და ჰპირდები გამარჯვებას არჩევნებში შენი კოლექტიური პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ამის შემდეგ ხომ უნდა ჩახედო თვალებში საკუთარ ამომრჩეველს, ეს არ აინტერესებთ. იმდენად უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ძალებთან და პოლიტიკოსებთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომ ეს ტყუილი არ აინტერესებთ. 26 ოქტომბრის საღამოს რომ მოუწევთ საკუთარი ამომრჩევლისთვის თვალებში ჩახედვა, რომელსაც ატყუებენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ არის საერთოდ მათი ინტერესის საგანი. ჩვენ ყოველ ჯერზე, როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ამომრჩეველთან ჩვენს საარჩევნო შედეგებზე, დაზუსტებით ვეუბნებით, რა არის ჩვენი მოლოდინი. შეგახსენებთ, 2020 წელს, როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინ პირადად მე ვაკეთებდი განცხადებებს, რომ ველოდებოდი დაახლოებით 90 მანდატს და ისე დაემთხვა, რომ მივიღეთ 90 მანდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. 2021 ვამბობდი, რომ ვაპირებდით იმ შედეგის გამეორებას, რაც გვქონდა წინა არჩევნებზე, გამომდინარე სოციოლოგიური კვლევებიდან და რეალურად 1- პროცენტიანი განსხვავება იყო მხოლოდ 2020 წლის და 2021 წლის არჩევნებს შორის. ასევე, 2016 წელს, როცა ჩვენ მივიღეთ ხმების 48 პროცენტი, ოდნავ მეტი, ჩემი განცხადება იყო, რომ ჩვენ ველოდებოდით ყოველ მეორე ხმას, ანუ ეს ნიშნავს უხეშად დაახლოებით, 50 პროცენტს და აქაც იყო მიზერული ცდომილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს ატყუებს ამომრჩეველს. „ტყუილი ზოგადად არ უნდა იკადრო და მეორე ის, რომ შენ პასუხისმგებელი ხარ საკუთარ სიტყვაზე ამომრჩევლის მიმართ. მოგიწევს არჩევნების დღეს თვალი გაუსწორო საკუთარ ამომრჩეველს. შენ თუ გექნება ტყუილი ნათქვამი, აქ ელემენტარული პასუხისმგებლობის ამბავია, რომ გამართული იყო წელში საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ეს არ აინტერესებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ამიტომ იტყუებიან სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელიც ამბობს 20-25 პროცენტს. ტყუილსაც ხომ აქვს რაღაც საზღვრები, იგივეს ამბობს ვაშაძე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ორი პოლიტიკოსია დღეს საქართველოში, რომელიც 20-25 პროცენტს ამბობს, ეს არის გიორგი ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი. „ვაშაძის კალიბრის კიდევ ერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა საქართველოში – ეს არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო აგიტაციაში. ამას ეფექტი ვერ ექნება, მაგრამ ის პირდაპირ და უხეშად არღვევს საარჩევნო პრინციპებს. უფრო მეტიც, მან დააანონსა, რომ არჩევნების დღეს ის ხსნის საარჩევნო შტაბს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში და ამაზე ხმას არავინ იღებს, არც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჯერ-ჯერობით არც საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადებები მოგვისმენია, არც ენჯეოები და არც ა.შ. ანუ უხეშად უპირისპირდება საარჩევნო პრინციპებს. პირდაპირ თქვა, არჩევნებში გამარჯვება ვიზეიმოთო, მარტო იმაზე კი არ არის საუბარი, რომ რაღაცას დააკვირდნენ, არჩევნებში გამარჯვება ვიზეიმოთო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში, ამაზე ხმას არავინ იღებს. აქედან ჩანს, რომ ყველა ეს დაკვირვება არის მიკერძოებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყველა ენჯეო არის მიკერძოებული, სამწუხაროდ, უცხოელი მფარველები არიან მიკერძოებული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს ყველაფერი ვერ მოახდენს გავლენას ამომრჩევლის ნებაზე, ქართველი ხალხი, საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოს 26 ოქტომბერს“,...
