Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის

marshal press 29/12/2024
irakli kobaxidze

ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, თუმცა, ამას აქვს თავისი მიზეზები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში იქნება ჯანსაღი ნაბიჯები გადადგმული და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება სრული ღიაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ასვე ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი: იმედი გაქვს, ძალიან მალე აღარ დადგება დღის წესრიგში საკითხები, რაც იწვევს საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის გარკვეულ გაუგებრობებს
Next: კახა კალაძე: ვულოცავ საქართველოს ახალ პრეზიდენტს, რომელიც თავდადებით, სიყვარულით, პატრიოტიზმით, ერთგულებით მოემსახურება ჩვენს ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.