Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი, მინდა, ბატონ მიხეილს ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ინტერესების დასაცავად

marshal press 29/12/2024
levan davitashvili

ბატონ მიხეილს ვულოცავ პრეზიდენტობას, მინდა, მას ახალ როლში ვუსურვო წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას მოლოდინია, რომ ის ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობით და კონსტიტუციით აკისრია. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა დღეს საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამას ცალსახად ერთმნიშვნელოვანი შეფასება შეიძლება მიეცეს – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, მხარდაჭერა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. ამასთან, ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და მისი შეფასება ეუთო/ოდირის მიერ იყო აბსოლუტურად ადეკვატური.

„ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის რეალობა. მეორე რეალობაა, რაზეც საუბრობენ გარკვეული ოპონენტები, ბუნებრივია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს ჰყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. ისინი რეალობას ეწინააღმდეგებიან, რეალობა ერთია – მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი აქვს გაკეთებული და საზოგადოების პატარა ჯგუფები და გარკვეული ოპოზიციური პარტიები ამ რეალობას, სამწუხაროდ, არ ეგუებიან“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ ქვეყანაში არსებულ რეალობას. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი პარლამენტის ფორმატში გააგრძელებენ ოპონირებას და მათი როლის შესრულებას.

„მათი როლი ზუსტად ეს არის, ის ხმები, რომელიც მათ მიიღეს და ხალხის ნაწილმა, რომელმაც მათ ნდობა გამოუცხადა – პოლიტიკურ პროცესებში უნდა მიიღონ მონაწილეობა კანონმდებლობის შესაბამისად და ვფიქრობ, რომ პროცესი იქნება აბსოლუტურად ცივილიზებული“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Post navigation

Previous: სოზარ სუბარი: საქართველოს ეყოლება პრეზიდენტად ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხელ ყაველაშვილი და მინდა მივულოცო მას და მთელ საქართველოს
Next: კახა კალაძე „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე: გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.