Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გუდაურთან დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 29/07/2022
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე გუდაურთან ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას. ამ ტრაგედიას მათთან ერთად მთელი საქართველო გლოვობს“, – წერს კობახიძე.

გუდაურთან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე.. – ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე – მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო…
Next: მამუკა მდინარაძემ გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025