უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი, ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს და დღეს დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება:
“ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე..
ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე, რომ ნახონ მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო…
მე არ ვიცოდი თუ ზაზა მართავდა, დაწერეს და ამიტომ დავწერე მეც…
უბრალოდ დადუმდით ასეთი ტრაგედიის დროს, მართლა ყელში ამოხვედით ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველად მოვლენილი მავნეები, კმარა…
ევროპაშიც ხდება “ძალიან სვეტებო”!
ზუსტად ვიცი ეს ეს რა აუტანელი ტკივილის, სული რომ კივის და ტკივილისგან თვალთ გიბნელდება, ასე მგონია საკუთარ ძმას და მამას დავტირი როცა ასეთ ამბებს ვიგებ, ხშირად გასვენებაშიც მიჭირს წასვლა ცუდად ვხვდები და აცადეთ ხალხს გლოვა კრიტიკის გარეშე…
უბრალოდ გაჩუმდით ამ დროს….” – წერს ბერიკაშვილი

