Skip to content
21/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

მარშალ პრესი 29/07/2022

მამუკა მდინარაძე გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. შესაბამისი განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

„ტრაგედია, რომელიც გუდაურში მოხდა, უმძიმესია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს. სამაშველო ოპერაციის დროს ჩვენი ქვეყნის გმირები, სამაშველო ეკიპაჟის წევრები, მაშველები და ექიმები დაიღუპნენ. ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ ჩვენი დროის გმირებს!“ – წერს მდინარაძე.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: გუდაურთან დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას – ირაკლი კობახიძე
Next: მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო – “ქართული ოცნება” განცხდებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.