Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 35-წლიანი გამოცდილების მქონე მფრინავი ზაზა ლორიაა

მარშალ პრესი 29/07/2022
ზაზა ლორია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე, რომელიც დღეს გუდაურში ჩამოვარდა, 35-წლიანი სტაჟის მქონე მფრინავი ზაზა ლორია იმყოფებოდა. ტრაგედიის შედეგად ლორია ბორტზე მყოფ კიდევ 7 ადამიანთან ერთად დაიღუპა.

ზაზა ლორიას არაერთ გახმაურებულ სამაშველო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა. მფრინავის რთულ და საინტერესო ცხოვრებაზე, რისკიან ოპერაციებზე, თავგადასავლებზე ის „იმედის“ მაყურებელს რამდენიმე წლის წინ თავად უამბობდა. „იმედის“ გმირი ზაზა ლორია ცნობილი იყო მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიითა და მრავალი გადარჩენილი სიცოცხლით, მათ შორის, ჰუმანიტარული მისიით აფხაზეთში,
სამაშველო ოპერაცით მყინვარწვერზე, ხანძრის ლიკვიდაციის ოპერაცით ბორჯომში.

 

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფომრაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. ისევე როგორც ტურისტი, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა. პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავებულია. ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: კახა კალაძე: ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ თქვენ გვერდით ვართ
Next: ამ ქვეყანაში გლოვაც არ ვიცით პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე.. – ეს სურათები ანა დოლიძის მაგვარი უნამუსო პოლიტიკოსების გამო დავდე – მთავრობაც ზაზასთან ერთად დაფრინავდა ამ ვერტმფრენით რადგან ძალიან მაგარი პროფესიონალი იყო…

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025