Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე

მარშალ პრესი 29/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლისას ვრცლად განმარტა თავისი მოტივაცია.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაცია, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ რამდენიმე დღის წინ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, წერილი, სადაც ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც და პირადი საქმეც, ასე რომ, მე ვფიქრობ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში
Next: ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველმოკლებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.