Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველმოკლებულია

მარშალ პრესი 29/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკასა და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მესტიაში განუცხადა.

მისი თქმით, მათმა გუნდმა ქვეყანას დიდი განსაცდელი აარიდა, რაც უკავშირდებოდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში საქართველოს ჩართვას. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ყველაფრის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნეს და შედეგად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. პრემიერ-მინისტრს აშშ-თან სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მადლობა ღმერთს, ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით შეუნარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის. ასე, რომ ახლა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, დინჯად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის მართვა და წინ სვლა. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან.

ძალიან ბევრი კითხვა დაისვა საზოგადოების მხრიდან, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ამ კითხვების დასმაში ძალიან აქტიურადაა ჩართული. ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. მე ერთი მინდა ვთქვა, მე, როგორც მთავრობის მეთაური ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკასა და ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ეს არის შეუქცევადი გზა. სხვა ყოველგვარი სპეკულაციები საფუძველმოკლებულია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე
Next: ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის. ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ არის ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.