Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში

მარშალ პრესი 29/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამ თვეების განმავლობაში თითქოს რაღაც გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში დადასტურებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი ამ მრავალთვიან, უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორი მძიმე ვითარებაა დღეს მსოფლიოში, მთელს მსოფლიოში, არა თუ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, პანდემიის დროს გლობალური ეკონომიკა შემცირდა, ქვეყნების ეკონომიკებმა განიცადეს უკუსვლა და 2020 წელს ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა ეკონომიკაში, მაგრამ გასულ წელს ჩვენს მიერ გადადგმული საკმაოდ გაბედული, გააზრებული და გონივრული ნაბიჯების შედეგად, ჩვენი ეკონომიკა შარშან გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალი ორნიშნა ზრდა მივიღეთ, 10,8 %-ის ზრდა მივიღეთ შარშან.

წელს თითქმის დასრულებულია შეიძლება ითქვას პანდემია, აღარ არის ისეთი გამოწვევა, მაგრამ 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევა რაც არის ომი უკრაინაში, არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. მოსალოდნელია, რომ წელს მსოფლიო ეკონომიკა შემცირდება და ევროპაში ელოდებიან რეცესიას, ძალიან რთული ვითარებაა ენერგეტიკის ფასთან დაკავშირებით, ინფლაცია არის დიდი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში შეიძლება ითქვას, ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ინფლაცია და არავითარი ზრდა ასე ვთქვათ, ხელშესახები ზრდა არ ფიქსირდება სხვა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მთელ მსოფლიოში“– განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ქალბატონ კელი დეგნანს მინდა დავუსვა შეკითხვა: ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო
Next: რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ძალიან ნათლად, მკაფიოდ ახსნა თავისი ხედვა, მოტივაცია და პირადი საქმე, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025