Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება

მარშალ პრესი 27/07/2022
ხუნდაძე

ნამდვილად ძალიან ღირებულ და მნიშვნელოვანი აქცენტია, რომ უნდა მოხდეს ზრუნვა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დაზიანდეს, მაგრამ დასავლური ღირებულებების ნაწილია, რომ მმართველმა გუნდმა, რომელიც ძირითადი პასუხისმგებელია ქვეყნის მომავალზე, გამჭვირვალე პოლიტიკა აწარმოოს და არა კულისებში იყოს ძირითადი აქცენტი გადატანილი, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ ბიძინა ივანიშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

„ასევე ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება. ვფიქრობ, როდესაც საზოგადოების მიღმა ხდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შეთავაზებები და თუ ამ შეთავაზების დაკმაყოფილების პერსპექტივა არ ჩანს და შემდეგ იწყება ქუჩის აქციების გააქტიურება, ალტერნატიული მთავრობის შემოთავაზება და ამის ძირითადი აქტორი არის საელჩო, ეს არის დიპლომატიას ამოფარებული შერჩევითი პოლიტიკა, მით უმეტეს, როცა ომის რიტორიკაზე არ კეთდება შეფასებები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: გიორგი ვოლსკი დავით არახამიაზე: როგორ შეიძლება, ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე?
Next: რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და კელი დეგნანმა – რას ითხოვდა ელჩი და რას გადაურჩა საქართველო!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025