
ჟურნალისტი ოთარ სტეფანიშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის წერილს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ქმედებას ეხმაურება და საკუთარ მოსაზრებას საზოგადოებას სთავაზობს:
“მთელი დღის განმავლობაში ვუყურე ე.წ. ოპოზიციური არხების საინფორმაციო გადაცემებს და არსად არცერთ ოპოზიციონერს არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილი ცრუობს და კელი დეგნანი არ შეხვედრიაო. Ზუსტად იციან, რომ შეხვდა.
Ზოგიერთი ოპოზიციონერი იმასაც ამბობს: ივანიშვილმა იმიტომ გაამჟღავნა დეგნანთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, რომ ელჩი დააშანტაჟოსო. Შანტაჟი მოგეხსენებათ, ისეთ დროს ხდება, თუ პირს მიქარული აქვს და გამოიჭირე. Ანუ რა გამოდის ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და ისეთი რამ მოსთხოვა, რისი გამჟღავნებისაც ელჩს ეშინია? ოპოზიციამ ზუსტად იცის, თუ რას ითხოვდა კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილისგან. Გავიხსენოთ ე.წ. ენჯეო სექტორის, სახალხო დამცველისა და უკრაინის მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ საქართველომ ომი უნდა გააჩაღოს რუსეთთან და ამით უკრაინას დაეხმარება. Ომი არ გაჩაღდა, ივანიშვილი არ დაემორჩილა ამერიკის ელჩის ბრძანებას და ზუსტად შეხვედრიდან რამდენიმე დღეში მის წინააღმდეგ ისტერიული კამპანია და რეპრესიები დაიწყო, ყველა მხრიდან!
ფაქტები, ფაქტები და მხოლოდ ფაქტები!
ვისაც ოდნავ მაინც აქვს შერჩენილი ლოგიკური აზროვნების უნარი, ძალიან ადვილად დააკავშირებს სამი დღის მიცვალებულის იერის მქონე სააკაშვილის ჩამოსვენებას უკრაინიდან და ყველა იმ ვნებათაღელვას რაც საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მხარდაჭერით ხდებოდა! სააკაშვილის მმართველობის დროს, წლების განმავლობაში სწორედ ამიტომ ხუჭავდა ევროპა და და ამერიკა თვალს ადამიანების ხოცვა გაუპატიურებაზე, რომ სააკაშვილი მათ ყურმოჭრილ მონად ყავდათ! რასაც უბრძანებდნენ იმას აკეთებდა, სამაგიეროდ მკვლელობებს პატიობდნენ. Დღეს ვერ მიიღეს ის რასაც მიიღებდნენ მიშას დროს. Ბიძინა ივანიშვილმა კელი დეგნანი რუსული სამხედრო ხომალდის გეზის მიმართულებისკენ გაუშვა.
Საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან სამინისტროსა და სახელმწიფო ორგანოში ე.წ. საგრანტო პროგრამების საფარქვეშ, ამერიკის ელჩს უზის საელჩოს ამერიკელი წარმომადგენელი, რომელიც რეალურად კურირებას უწევდა მიშას დროს ყველაფერს და დღესაც კურირებენ სტრატეგიულ მიმართულებებს. Ამერიკის ელჩს ამერიკიდან მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის გაწერილი პროტოკოლი აქვს ჩამოტანილი და ისე ცდილობს რუსი მეფისნაცვალივით მართოს საქართველო.
Ომი ეს ფილმი არაა, ომი ჩვენ გვკლავს და ამ სისხლიან ომში სურს კელი დეგნანს და მის უფროსობას ჩვენი ჩართვა! Ჩვენც მოგვაყრიდნენ შეიარაღებას, ჩვენც მოგვცემდნენ დრონებს, ოღონდ გვეომა და შეფუთვაც მზად ქონდათ, პატრიოტული მოტივით, ვითომ ჩვენ ბრძოლით ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს ვიბრუნებთ. Ამის ტირაჟირების მცდელობაც ქონდათ, გაიხსენეთ არესტოვიჩის ნათქვამი. Თუ არ მეთანხმებით ლოგიკაში დამისაბუთეთ თქვენი არგუმენტი!
Დღეს საქართველოს ორი უდიდესი საფრთხე ყავს, საკუთარ ტერიტორიაზე: თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული არმია და თბილისში აშშ-ს საელჩოში დაბუდებული კელი დეგნანი. Ორივე ერთნაირად საშიშია და ესაა სიმართლე!” – წერს სტეფანიშვილი