Skip to content
02/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დავით არახამიაზე: როგორ შეიძლება, ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე?

მარშალ პრესი 27/07/2022
გიორგი ვოლსკი

მთელი უკრაინული ისტებლიშმენტი ლობირებს აბრამოვიჩს, რომელიც არის მსხვილი პუტინისტური ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი. როგორ შეიძლება, რომ ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე? – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ამხელა ზეიმის მოწყობა, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც ზარალი მიიღო Credit Suisse-ის გამო, ეს არის საშიშროება იმისა, რომ ჩვენ ვერასდროს მივაღწევთ დეპოლარიზაციას. იმის ნაცვლად, რომ შენ შენი საქმე აკეთო, სახლისთვის იმუშაო და აგირჩიონ 2024 წელს, ეს მიუთითებს საშიშროებაზე, რომ საზოგადოებაში ეს გახლეჩა მუდმივად იქნება. მთელი უკრაინული ისტებლიშმენტი ლობირებს აბრამოვიჩს, რომელიც არის მსხვილი პუტინისტური ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი. ლობირებენ, რომ მოუხსნან მას სანქციები. ისეთი თამაშები ხომ არ მიდის, რომ არახამია და ერმაკი ისეთ კავშირში არიან რუსეთთან, რომელიც აუცილებლად ითხოვს, შეტევა განახორციელონ საქართველოზე, მის მთავრობაზე და ბიძინა ივანიშვილზე. როგორ შეიძლება რომ ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე? აქაც რაღაც რუსული ნარატივი ხომ არ არის?“ – აცხადებს ვოლსკი.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი პოზიციონირებით ძალიან ბევრი ფაქტი გამართლდა, რომელიც ქილიკის და ეჭვის საფუძველი იყო
Next: დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობის ნაწილია ორმხრივი ვალდებულების შესრულება, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და სამართლიანი დამოკიდებულება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.