Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი პოზიციონირებით ძალიან ბევრი ფაქტი გამართლდა, რომელიც ქილიკის და ეჭვის საფუძველი იყო

მარშალ პრესი 27/07/2022
დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოებამ სწორად უნდა აირჩიოს ის ადგილი, სადაც უნდა დადგეს და რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ჩვენ ბოლომდე მოვემსახურებით ამას, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ფაქტია, რომ ჩვენი პოზიციონერობით ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც იყო ქილიკის და ეჭვის საფუძველი, გამართლდა: 6-თვეში ვალდებულებების შესრულება, ამ ვადამ შემდეგ გადაიწია; მოსამართლის საკითხი, ხომ არ იყო ეს საფუძველი მისი სანქცირების; იგივე ეს [ბიძინა ივანიშვილის და კელი დეგნანის] შეხვედრა, როცა ყველა ამტკიცებდა რომ არ შემდგარა ეს შეხვედრა. პოლიტიკოსები გამოდიოდნენ და სისულელეს არქმევდნენ ამას. აღმოჩნდა, რომ ეს არ არის სისულელე, აღმოჩნდა, რომ ეს მართლაც ხაფანგია და არ არის ეს ვალდებულებების უმოკლესი და ერთადერთი გზა. თურმე არ არის სისულელე, რომ მოსამართლე დასანქცირდა საკუთარი გადაწყვეტილების გამო. რისკები რეალურია, რისკები არსებობს და ამას სჭირდება დაზღვევა. მთავარი დაზღვევის ბარათი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას და მან რომ სწორად აირჩიოს ის ადგილი, სადაც უნდა დადგეს და რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მას უნდა ჰქონდეს სწორი ინფორმაცია და ჩვენ ბოლომდე მოვემსახურებით ამას“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კელი დეგნანთან მისი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერიპეტიები, მითუმეტეს, პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც არ უნდა სრულდებოდეს დაპირისპირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მითითებული
Next: გიორგი ვოლსკი დავით არახამიაზე: როგორ შეიძლება, ერთი მხრივ აბრამოვიჩს ლობირებდე, მეორე მხრივ კი საქართველოს უტევდე?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.