Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერიპეტიები, მითუმეტეს, პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც არ უნდა სრულდებოდეს დაპირისპირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მითითებული

მარშალ პრესი 27/07/2022
გიორგი ვოლსკი

არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერიპეტიები, მითუმეტეს, პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც არ უნდა სრულდებოდეს დაპირისპირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მითითებული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რა შეკითხვებიც დაისვა და რა კითხვის ნიშნებიც გაჩნდა, უნდა გაეცეს პასუხი.

„როდესაც ვერ თანხმდები რაღაცაზე და უცებ ხდება ისე, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელი მასმედია აყვირდება და ტაშ-ფანდური აქვთ, რომ აი, მოსამართლეს დაუწესეს სანქცია და ნახეთ, თქვენ რა მოგივათო, რა თქმა უნდა, ეს კითხვებს ბადებს. ამ თემასთან დაკავშირებით ღია საუბარიც მოვისმინეთ, მაგრამ მე მინდა, ჩემ პოზიციაზე დავდგე მყარად და არა იმიტომ, რომ ხუნდაძეს ვუპირისპირდები, მინდა, მყარად ვიყო ჩემ პოზიციაზე. არსებობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პერიპეტიები, მითუმეტეს, პარტნიორ ქვეყანასთან, რომელიც არ უნდა სრულდებოდეს დაპირისპირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილის წერილშია მითითებული. ეს არის მთავარი თემა. რა შეკითხვებიც დაისვა და რა კითხვის ნიშნებიც გაჩნდა, უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ყოველდღიური მუშაობით ამერიკასა და ევროკავშირთანაც“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილი იყო დასტური იმისა, რომ ჩვენი შეკითხვა იყო საფუძვლიანი და გამოთქმული ეჭვი აბსოლუტურად დასტურდება
Next: დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენი პოზიციონირებით ძალიან ბევრი ფაქტი გამართლდა, რომელიც ქილიკის და ეჭვის საფუძველი იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.